logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა
13:13 11.09.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია, რომელიც ეკონომისტის დღის აღსანიშნავად გაიმართა, პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა.

კონფერენციაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სამინისტრო დღეს, როგორც არასდროს, ეყრდნობა ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების მოსაზრებებს, რჩევებს, პროგნოზებს და ამიტომ მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის უფრო რეალისტური, კარგად გააზრებული, დასაბუთებულია და შეიცავს მხოლოდ შესრულებად ამოცანებს.

„დღევანდელი გლობალური გამოწვევა - პანდემია და მასთან დაკავშირებული გლობალური ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად აქტუალურს ხდის ჩვენს თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ზოგადად მეცნიერ-ეკონომისტებთან. ეს ძალიან კარგად გამოგვდის და კარგი ტრადიცია გვაქვს. მე პირადად ვამაყობ, რომ ჩემი პირველი ნაბიჯები, როგორც ეკონომისტმა, დავიწყე სწორედ თსუ-ში და მას უკავშირდება ჩემი ჩამოყალიბება ეკონომისტად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ააცილოს ის დარტყმა და საფრთხე, რაც მოსდევს გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძალიან სწრაფად გავაძლიეროთ გაჯანსაღების, გამოცოცხლების ნიშნები, რასაც დღეს ვაკვირდებით და ვხედავთ ჩვენს ეკონომიკაში და რაც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ანტიპანდემიური პოლიტიკის შედეგი. ცნობილია, რომ საკმაოდ დადებითი, მაღალი შეფასება მივიღეთ ამ დღეებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ფარგლებში, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ეს შეფასებები დროში დაემთხვა პირველ დადებით ნიშნებს, რომელსაც ავლენს ჩვენი ეკონომიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა, ვარდნის შენელება და დარწმუნებულები ვართ, სულ მალე ისევ დავუბრუნდებით ძლიერ, პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა