logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში
ნათია თურნავა: ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში
16:39 10.09.2020
„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 1150 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრე - ჰიდროსადგურები, თბოსადგურები, ქარის სადგური, რაც, დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ათწლიან პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები. ეს არის გარღვევა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ გარდაბანში, „ენერგეტიკოსის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

მინისტრმა ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. „გეგმაში გვაქვს კიდევ დაახლოებით 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის მსხვილი ჰიდროსადგურები, მაგალითად, ახლახან დაწყებული „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, ასევე მიკროჰიდროსადგურები, როგორიც ავამოქმედეთ, მაგალითად, შატილში, რომ მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, ასევე გაზით და სხვა სიკეთეებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია გაზიფიკაციისა და ელექტრიფიკაციის ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბური გაზიფიცირების ფარგლებში დღემდე უკვე 1000 ისეთი დასახლებული პუნქტია გაზიფიცირებული, სადაც, ისტორიულად, გაზი არასოდეს ყოფილა, 2021 წელს, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ამ სიას კიდევ 400 დასახლებული პუნქტი შეემატება და მთლიანობაში, საქართველო გაზიფიცირების დონით 90 პროცენტს დაფარავს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მთა-გორიანი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა