logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით
დავით ზალკალიანი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით
14:26 10.09.2020
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად, უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას.

მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ეკონომიკის გაჯანსაღების, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით გატარებულ რეფორმებს.

„მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით; ასევე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ის დინამიკა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის მიმართულებით, კულტურის თვალსაზრისით და ხალხთაშორისი ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, არის მთლიანად ის ჩარჩო, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს.“- განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების და აშშ-ის სურვილს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ისეთივე მაღალ ნიშნულზე ავიდეს, როგორიც ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშია. „ანგარიში, რომელიც გამოიცა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე ბერკეტი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, მოიცავს 170 ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩოების ეკონომიკური ოფიცრების მიერ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა