logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: მოსავლის ჩაბარება რიგების გარეშე მოხდება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ
ლევან დავითაშვილი: მოსავლის ჩაბარება რიგების გარეშე მოხდება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ
13:06 10.09.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „ჯეო კონცენტრატი“ იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო.

„სახელმწიფოს მიერ მეწარმეებისთვის შეთავაზებული პროგრამა, შიდა ქართლის რეგიონში არსებული საწარმოების სიმძლავრეების სრულად დატვირთვის საშუალებას იძლევა. ორი დღეა დაიწყო მოსავლის ჩაბარება და უკვე 7 კომპანია ჩაერთო პროგრამაში.

ვფიქრობ,სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ რიგების გარეშე მოხდეს მოსავლის ჩაბარება და ფერმერებს პროდუქციადაუბინავებელი არ დარჩებათ.უნდა აღინიშნოს, რომ გადამუშავებული, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე გადის, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ჯეო კონცენტრატის“ დამფუძნებლის, ივანე გოლიაძის განცხადებით, კომპანია პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და არასტანდარტული ვაშლისრეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა. კომპანია ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისაგან იბარებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ ვაშლს.წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე მოხდება.

„ჯეო კონცენტრატი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა. შპს „ჯეო კონცენტრატი“ 2007 წლიდან საქმიანობს, ხილის გადამმუშავებელ საწარმოში განხორცილებული ინვესტიცია შეადგენს 4 მილიონი ლარს. საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,სოფლისაგანვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა