logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას
ბექა ლილუაშვილი: პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას
14:33 08.09.2020
გლობალური პანდემიისა და ვირუსის გავრცელებით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, 2020 წლის მე-2 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებლებია იმ ფონზე, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს გლობალურად შემცირებულია კაპიტალის ნაკადები და მოსალოდნელია ინვესტიციების 40 პროცენტიანი კლება.

„ამ მოცემულობაში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და პოზიტიურად არიან განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეკონომიკა სტაბილიზაციის შემდეგ უკვე გადავიდა გაჯანსაღების ეტაპზე და ეტაპობრივად მცირდება ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი. ჩვენ ივნისში გვქონდა -7.7 პროცენტიანი შემცირება, ივლისში უკვე ეს მაჩვენებელი -5.5 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, ფისკალური პარამეტრები, ხარჯვის მაჩვენებლები არის გაუმჯობესებული და ეკონომიკური აქტივობა გაჯანსაღდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, სამთო-მომპოვებლობით მრეწველობაში, რაც ეკონომიკის რეალური სექტორებია და დასაქმებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია მთავრობის ეკონომიკური პაკეტის როლიც, რადგან აღნიშნულმა გამოიწვია იმ შემცირებული მოხმარების დაბალანსება, რაც თან სდევდა კრიზისს და ადამიანებმა დაიწყეს მეტი ფულის ხარჯვა, გაზარდეს მოხმარება, რაც ეკონომიკას ეხმარება სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგება და მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გვექნება ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა