logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია და ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში იმყოფებოდნენ
გიორგი გახარია და ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში იმყოფებოდნენ
20:50 06.09.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014“ -ში იმყოფებოდა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

პრემიერი და მინისტრი საწარმოში თხილის მიღება-ჩაბარების სრულ პროცესს გაეცნენ, რომელიც თხილის მიღებას, გარჩევას, აწონვას, გაშრობას, ლაბორატორიულ კვლევასა და დასაწყობებას მოიცავს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობა შპს „კოკი 2014“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში,

AgriGeorgia/Ferrero-სა და USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“(G-HIP) მხარდაჭერით, 2019 წელს აშენდა.

„კოკი 2014“-ის დამფუძნებლების ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად, სამეგრელოს რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს ემსახურება.

საწარმოში ჯამურად 770 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

საწარმოს საშრობის წარმოების მოცულობა 1 000 ტონა, ხოლო შენახვის - 500 ტონა თხილია. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრი და მინისტრი საწარმოს ტერიტორიაზე შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრნენ და მოუწოდეს, მაქსიმალურად ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი მეურნეობა და ხელი შეუწყონ როგორც საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, ასევე გახდნენ დამსაქმებლები.
საწარმოში გიორგი გახარიასა და ლევან დავითაშვილთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატები, მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი იმყოფებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა