logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სავალუტო ფონდის შეფასებით არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა
სავალუტო ფონდის შეფასებით არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა
13:30 04.09.2020
"ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება", - ასე აფასებს საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეფასების დოკუმენტში, რომელიც ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადდა და დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნულ ბანკს გასული წლის ნოემბერში სტუმრობდა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის პრუდენციული რეგულირება და ზედამხედველობა. "ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.

მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაცემთა შეგროვების, დისტანციური ზედამხედველობისა და ადგილზე შემოწმების პროცესები, რის შედეგადაც გაძლიერდა არასაბანკო სექტორის საზედამხედველო ჩარჩო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და ლიკვიდობის მინიმალური მოთხოვნები და გაიზარდა გამჭვირვალობის სტანდარტი. არასაბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეროვნული ბანკის რეგულირების წესები და საზედამხედველო ჩარჩო შესაფერისია და ხელს უწყობს სექტორის რეპუტაციის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულმა ძირეულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რისკები და სექტორი საგრძნობლად გააჯანსაღა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის პუნქტებს, ისე ბაზრის იმ სეგმენტს, რომელიც წლების განმავლობაში საფინანსო საქმიანობას რეგულირების გარეშე ეწეოდა, მაგალითად სესხის გამცემი სუბიექტებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას. სწორედ სექტორის გაჯანსაღებამ მისცა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიკვიდობის მხარდამჭერი პროდუქტები შეექმნა. 2-3 წლის წინ - სექტორის რეგულირების არქონის პირობებში - ეს შეუძლებელი იქნებოდა.

"მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს როგორც ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებას, ისე სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის," - აღნიშნულია შეფასების დოკუმენტში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა