logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გახანგრძლივდა
ნათია თურნავა: მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გახანგრძლივდა
15:03 03.09.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდამჭერი პროგრამა გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით,ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს - ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს და მოახდინა 6 თვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე ბანკის 12 თვის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული, სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, იმ სასტუმროებს, ვინც უკვე მოგვმართა, დამატებითი აპლიკაციის წარდგენა არ დასჭირდებათ. ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ მოუმართავს, 10 ოქტომბრამდე შეუძლია მიმართოს დამფინანსებელ ბანკს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომ მოხდეს 12 თვის ბანკის სესხის პროცენტის დაფინანსება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, მიმართული იქითკენ, რომ სასტუმროებმა შეინარჩუნონ დასაქმებული პერსონალი და უფრო მეტი საბრუნავი საშუალება გაუჩნდეთ. ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ პანდემია პოზიციებს არ თმობს. ჩვენ, მართალია, ვმართავთ ამ რისკს, მაგრამ კვლავაც ტურიზმი, მათ შორის, შიდა ტურიზმი დიდად არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამიტომ შემდგომ მხარდაჭერას საჭიროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა