logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: გადაწყვეტილება, რაც დღეს მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის
ლევან დავითაშვილი: გადაწყვეტილება, რაც დღეს მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის
15:01 03.09.2020
„ჩვენი სამინისტროსთვის აქტიური პერიოდია, რომელიც მოსავლის დაბინავებას უკავშირდება. რამდენიმე სეზონური მოსავლის პროდუქტის დაბინავება უკვე დასრულებულია. ახლა ინტენსიურად იწყება რთველი კახეთში. 3 200 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავებულია, ძირითადად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან.

ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება მოიმატებს, თუ ამინდი მოგვცემს ამის შესაძლებლობას. გადამუშავებულია ადრეული ყურძენი, ძირითადად, საშამპანურე ღვინის დასამზადებლად. დღე-დღეზე დაიწყება საფერავის რთველიც. გადაწყვეტილება, რაც დღეს მთავრობაზე მივიღეთ, უკავშირდება აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის. ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი გადამმუშავებელი კომპანიებისთვის, რომელიც ვაშლის კონცენტრირებულ წვენს ამზადებენ და რომელიც საექსპორტო პროდუქტია. სუბსიდირებას ვახდენთ იმისათვის, რომ, უხვი მოსავლის პირობებში, ვაშლის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იყოს; ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაიზარდოს, რისთვისაც საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება ხორციელდება. 21 ნოემბრამდე ექნებათ კომპანიებს კრედიტის აღების შესაძლებლობა, რაც ნამდვილად გაზრდის კერძო სექტორიდან მოთხოვნას და მოგვცემს შესაძლებლობას ის უხვი მოსავალი, რომელიც წელს გვაქვს, წარმატებით დავაბინაოთ და ფერმერებს პრობლემა არ შეექმნათ. ძალიან მალე დავასრულებთ თხილის მოსავლის აღებას დასავლეთ საქართველოში. თხილის მოსავალს უკავშირდება ღონისძიება - „თხილობა 2020“, რომელიც კვირას, 6 სექტემბერს გაიმართება სამეგრელოში, ზუგდიდში. ეს არის ახალი ტრადიცია. გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებთან გვქონდა შეხვედრა. თხილის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ღონისძიება თურქეთში წლების განმავლობაში არსებობს; გადაწყდა, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს, როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას გვაძლევს თხილის ექსპორტთან დაკავშირებით. თხილის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა