logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკი ექსტრასთან და მასთერქარდთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს
საქართველოს ბანკი ექსტრასთან და მასთერქარდთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს
11:41 01.09.2020
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო, მათ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების წარდგენას. ამჯერად ბანკი sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მეშვეობით, მისი პარტნიორის, ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგ მოლის – Extra.ge-ს კამპანიაში ჩაერთო. კამპანია Mastercard-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აქტუალურ პროდუქციაზე ფასდაკლების შეთავაზებას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, ყველა, ვინც 1 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ახალი სასწავლო წლის სამზადისისთვის ექსტრაზე არსებული შეთავაზებებით ისარგებლებს, 60%-მდე ფასდაკლებას მიიღებს, საიდანაც 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებას Mastercard-ი ფარავს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის.

მომხმარებელი ფასდაკლებას 46 პარტნიორი მაღაზიის მიერ წარდგენილ 2000-ზე მეტ აქტუალურ პროდუქტზე მიიღებს. ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა: საკანცელარიო,
წიგნები და სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური
ტელეფონები და აქსესუარები, სასკოლო ჩანთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა.
რადგან როგორც sCool Card-ი, ასევე სტუდენტური ბარათი Mastercard-ია, მის
მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით.

„მოხარული ვართ რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებულ კამპანიას ვთავაზობთ. ამ კამპანიის ფარგლებში sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მფლობელებს, მათ ვინც სკოლისთვის ან უნივერსიტეტისთვის ემზადება, ვაძლევთ შესაძლებლობას, 60%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ იმ შემთხვევაში თუ ნივთს Extra.ge-დან და თანაც Mastercard-ის მეშვეობით შეიძენენ. გვინდა ამ შეთავაზებით ყველას მივულოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, ვუსურვოთ წარმატება და ვურჩიოთ რომ დაზოგონ Mastercard-თან, საქართველოს ბანკთან და Extra.ge-სთან ერთად“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობდეთ მათთვის
სასიხარულო და სასურველ პროდუქციას, განსაკუთრებული პირობებით. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ. www.extra.ge-ზე წარმოდგენილი 300-ზე მეტი პარტნიორიდან, 46 მაღაზია უკვე მზად არის, განსაკუთრებული ფასდაკლება გაუკეთოს მომხმარებელს ონლაინ შოპინგისთვის, რაც დღევანდელ რეალობაში ჯერ კიდევ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული, სტუდენტებისა და მშობლების სურვილებით დამთავრებული, მომხმარებელმა ჩვენს პლატფორმაზე გააკეთოს შენაძენი, რომელიც სჭირდება და რაც მთავარია გაუხარდება. მადლობას ვუხდით Mastercard-ს და საქართველოს ბანკს, რომელთა ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა“ – განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა
დირექტორმა, თამარ ბუაძემ.

„მოხარულები ვართ და მივესალმებით Online Marketplace-ების გააქტიურებას ქართულ
ბაზარზე. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ შოპინგის
ისეთი მარტივი და კომფორტული გამოცდილების მიღება, როგორსაც Extra.ge Mastercard-ის ყველა მომხმარებელს სთავაზობს“ – აცხადებს Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, იგორ სტეპანოვი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა