logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: S&P-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს
ივანე მაჭავარიანი: S&P-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს
16:24 31.08.2020
სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-ის შემდეგ, უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტომ - „S&P”-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB” დონეზე და ასევე, პერსპექტივა უცვლელი დატოვა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სარეიტინგო კომპანიის “S&P” – ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანია ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ასახელებს.

„ანგარიშში ჩვენს ძლიერ მხარედ ასევე დასახელებულია მყარი ინსტიტუციური მმართველობა. განსაკუთრებით დადებითად არის ნახსენები ის სამუშაო, რაც გავწიეთ დონორ ორგანიზაციებთან თანხების მოზიდვის კუთხით. შესაბამისად, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა რეიტინგის შენარჩუნებაზე. ტრადიციულად, სუსტ მხარეებად დასახელებულია ჩვენი მაღალი იმპორტდამოკიდებულება და შედეგად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამ ეტაპზე, ორივე სააგენტომ საქართველოს რეიტინგი უცვლელი დატოვა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა მოგვცემს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვიფიქროთ რეიტინგის ზრდაზე ერთი საფეხურით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა