logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით, უკვე მეორე წელია, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ
ბექა ლილუაშვილი: Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით, უკვე მეორე წელია, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ
15:53 31.08.2020
სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard &Poor’s -ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანისა, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, უცვლელი დარჩა რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა.

„აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, მათ შორის არის საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ესტონეთი და პორტუგალია. ამ ფონზე, საქართველოსთვის რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად შენარჩუნება ნათლად მიუთითებს, რომ სარეიტინგო კომპანია მნიშვნელოვნად ენდობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. გარდა ამისა, Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით უკვე მეორე წელია საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ და ქვეყნის გადახდისუნარიანობა. ჩვენ ერთი საფეხური გვაშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მიღწევამდე და ორი საფეხურის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევამდე, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში სრულად შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა