ბანკი "რესპუბლიკა" ახალ აქციას ახორციელებს.
როგორც "ნიუსპრესს" ბანკიდან აცნობეს, 9 მარტამდე მომხმარებლებს როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილის შეძენა პირადობის მოწმობის წარდგენით, 0%-იანი განვადებით შეეძლებათ.
გარდა ამისა, ბანკის ინფორმაციით, თუ ავტომობილის შეძენის მსურველები აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლებენ, ისინი ახალი ავტომობილის შეძენისას უფასოდ მიიღებენ 100 ლიტრ საწვავს, მეორადის შეძენისას კი – 50 ლიტრს.
ბანკი "რესპუბლიკას" კომერციული დირექტორის რამაზ კუკულაძის განცხადებით, ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებელს მომავალშიც საინტერესო პროდუქტებს შესთავაზებს.
"რესპუბლიკა" 2006 წლიდან ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" წევრია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და ამჟამად, თავის 38 ფილიალს აერთიანებს.

















