logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P” - ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P” - ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა
17:03 29.08.2020
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P” - ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა. „S&P” - ის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით. ამ ფონზე საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

მეტიც, ანგარიშის თანახმად, „S&P“ - ი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეში და ქვეყნის ექსპორტი გახდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „S&P“ - მ ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია.
„S&P“ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება. პანდემიამ ყველაზე მეტად ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, რომელიც მნიშვნელოვან დამსაქმებელს, ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მოხმარებისა და სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ანგარიშის მიხედვით, საზღვრების გახსნის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება ნელი ტემპებით მოხდება, რამდენადაც კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების ღონისძიებები. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება.

„S&P“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, 2020 წლის პირველ ნახევარში ზრდის მიუხედავად ინფლაცია 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ს ქვემოთ იყო. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას: დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ხელისუფლების სხვა რეფორმებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P” - მა გააუარესა რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა, რომელთა შორისაა: ესტონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და პორტუგალია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა