logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: სახელმწიფო დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის წარმოქმნის პრევენციას მოახდენს
ნათია თურნავა: სახელმწიფო დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის წარმოქმნის პრევენციას მოახდენს
14:22 27.08.2020
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება - უკვე დღეიდან იწყება კონკურსი, რომელიც სამშენებლო ფართების გაყიდვის ოფციას შეეხება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში არსებული საცხოვრებელი ფართების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკეთებს დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის წარმოქმნის პრევენციას - ზოგადად, როგორც გვახსოვს, უახლოეს წარსულში საქართველოში კრიზისებს თან ახლდა პრობლემები სამშენებლო სექტორში და გროვდებოდა დაუსრულებელი საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა, ძალიან ბევრმა ოჯახმა ამით იზარალა. ჩვენ გვინდა, რომ ამის პრევენცია გავაკეთოთ, როგორც ეს ადრე იყო გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილოება შეუძლია ყველა მენაშენეს, ვისაც საცხოვრებელი ფართების მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა აქვს მიღებული. „ისინი იქნებიან გარანტირებულები, რომ სურვილის შემთხვევაში მათი ფართის 30% სახელმწიფოს მიერ იქნება შეძენილი, ეს ნიშნავს, რომ მათი რისკები მინიმალური იქნება და რაც მთავარია, მინიმალური იქნება იმ მოსახლეობის რისკები, ვინც ბინების აშენებას ელოდება და ამისთვის გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს აკეთებს. ჩვენ პერიოდულად მოგახსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს კონკურსი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საკონკურსო ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართები შესაძლებელია მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კონკურსს ორგანიზებას უწევს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საკონკურსო წინადადებების მიღების ვადა 2020 წლის 11 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება, საკონკურსო წინადადებების განხილვა კი 2020 წლის 11 ოქტომბერს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა