logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“
გიორგი გახარია: 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“
13:37 27.08.2020
ძალიან კარგი წამოწყება აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია "იმუშავე საქართველოდან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები.

„მოგეხსენებათ გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები ასევე, გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლებამოვალეობები. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას "იმუშავე საქართველოდან", რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს, ჩვენ, ვეპატიჟებით საქართველოში და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ვთავაზობთ დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა ასევე, კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge-ზე, ყველას შეუძლია ამით ისარგებლოს და შესაბამის, დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს კიდევ გააკეთებს“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა