„ბანკი კონსტანტა“ თბილისში ორ ახალ სერვისცენტს გახსნის. ხვალ ბანკის სერვის-ცენტრი ნავთლუღში გაიხსნება, ხოლო 14 სექტემბერს - ვაკეში.
როგორც „ბანკ კონსტანტაში“ აცხადებენ, დამატებითი სერვის-ცენტრების გახსნა დედაქალაქში მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.
ორივე სერვის-ცენტრი „ბანკ კონსტანტას“ ახალი კონცეფციის მიხედვით შეიქმნა. კონცეფცია მომხმარებლისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის ბოლომდე „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ფილიალისა და სერვის-ცენტრის გახსნას გეგმავს.

















