logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში
სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში
16:03 26.08.2020
საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, საწარმოთა კვლევა მეტად მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც აფასებს ქვეყნის კერძო სექტორის სიჯანსაღეს და ფაქტიურად, ერთ-ერთია იმ რამდენიმე კვლევას შორის, რომელიც გლობალურია თავისი დაფარვით.

„ჩემთვის მეტად სასიამოვნოა საუბარი საწარმოთა წლევანდელ კვლევაში საქართველოს შედეგების შესახებ. მსოფლიო მასშტაბით, საწარმოთა კვლევის ჯგუფი გაესაუბრა, დაახლოებით, 164 000 წამყვან მეწარმესა და კომპანიის გენერალურ დირექტორს 144 ქვეყანაში. საქართველოში გამოიკითხა 581 საწარმოს გენერალური დირექტორი და მეწარმე. 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრამდე პერიოდში. კვლევის შედეგები ძალიან საინტერესოა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მეწარმეები, ფირმების დირექტორები, აქ, საქართველოში გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავენ რეგულირების ტვირთის გამო საგადასახადო განაკვეთებთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ნებართვების აღება გაცილებით სწრაფად ხდება სხვა ქვეყნებთან შედარებით, და ზოგადად, ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგზე.

„საქართველოში ფირმების მხოლოდ 1.3%-მა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქრთამის მოთხოვნას. ეს ძალიან კარგი მონაცემია თუ შევადარებთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 10% -იან საშუალო მაჩვენებელს, ასევე, გლობალურად, მსგავსი, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემებს, სადაც ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 12%-ია. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საწარმოთა წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2008 წელს ჩატარდა და ის მართლაც განაპირობებს საქართველოს მოხვედრას 10 წამყვან ქვეყნას შორის ქრთამის შემთხვევების უდაბლესი მაჩვენებლის მიხედვით,“ - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მისი თქმით, ქვეყანაში თვალსაჩინოა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს არსებობა და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ამავე დროს, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ რჩება გამოწვევები, რომელიც ძირითადად, დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, სამშენებლო ნებართვების აღებასთან (სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით), დაფინანსების ხელმისაწვდომობასთან, ადეკვატური განათლების მქონე შრომით რესურსებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა