logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა და პიტერ ვიბლერმა მარნეულში სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნეს
ლევან დავითაშვილმა და პიტერ ვიბლერმა მარნეულში სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნეს
12:31 26.08.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნა.

„აშშ-ის მხარდაჭერით და USAID-თან თანამშრომლობით, საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. აღნიშნული მეურნეობის გახსნაც ამის ნათელი მაგალითია. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ტექნიკური დახმარება, ცოდნის შემოტანა და გაზიარება. ვფიქრობ, მეურნეობა „მზა ჩითილი“ ახალ სიტყვას იტყვის ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საქართველოში ბოსტნეული კულტურების მაღალხარისხიანი ჰიბრიდული ჩითილის წარმოება, ასევე კენკროვანი კულტურების, კერძოდ მარწყვის უკვე დაპატენტებული სახეობების შემოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. სამინისტროს,USAID-ის, „საქპატენტისა“ და კერძო კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეხილეობის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც მომავალში დიდ შედეგებს მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია USAID მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ღირებულების და ფერმერების შემოსავლის ზრდას.

„ყველა ფერმერს აქვს მიზანი, რომ განავითაროს ინკლუზიური ეკონომიკა, რაც ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „მზა ჩითილი“ თანამედროვე საწარმოა, სადაც იქმნება მაღალი ღირებულების და ხარისხის პროდუქტი. უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება საქართველოს ბაზრის მომარაგება, ასევე მეზობელ ქვეყნებში ან ევროპის ქვეყნებში ექსპორტის განხორციელება. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ კომპანიას წინსვლაში, ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას ქართველ მეწარმეებს და ხელს ვუწყობთ მათ, მსოფლიოს მასშტაბით ექპსორტზე გაიტანონ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია“, - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

„მზა ჩითილი“ ერთ-ერთი წამყვანი სანერგე მეურნეობაა საქართველოში, რომელიც ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს აწარმოებს. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ფერმერების მხრიდან კენკროვანი კულტურების ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება დაიწყო. „მზა ჩითილი“ უკვე ახორციელებს ჯიშების ,,მალგა’’ და ,,სკალა“ გამრავლებას. უახლოეს პერიოდში დაინტერესებული ფერმერებისთვის დაახლოებით 250 ათასი ნერგი გახდება ხელმისაწვდომი. სერტიფიცირებულ, თანამედროვე და პროდუქტიულ ჯიშებზე წვდომის გაუმჯობესება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთ–ერთი მთავარი მიზანია.

კომპანია „მზა ჩითილი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერითაც სარგებლობს. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მეურნეობაში ჯამურად განხორციელდა 2,800,000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც 365,000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა