logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს 5 პროცენტამდე გაიზრდება
ბექა ლილუაშვილი: ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს 5 პროცენტამდე გაიზრდება
18:53 21.08.2020
ჩვენ, თითოეულ ღონისძიებას სრული ბიუჯეტის და მისთვის საჭირო ყველა რესურსის მობილიზების პირობებში ვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მოტივაცია ყოველთვის არის, რომ უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს მოქალაქეებს, ვიდრე ეს შეუძლია, თუმცა საერთოდ ჯამში, რესურსები შეზღუდულია.

„თითოეულ ღონისძიებას გავდივართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, იცით, რომ ჩვენ ფონდთან გვაქვს მიმდინარე პროგრამა, რომელიც სრულად შეისწავლის და ადასტურებს იმას, რომ ღონისძიებები არის მდგრადი და ქვეყანას აქვს ამ ღონისძიების განხორციელების რესურსები. რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივაცია ყოველთვის არის, რომ უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია, თუმცა საერთოდ ჯამში, ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსები“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა ისაუბრა, თუ რამდენად მდგრადია ეს დახმარებები და რა იქნება მომდევნო წელს.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, დღეს, ცალსახად ადასტურებს თავიანთ პროგნოზებში, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს 5 პროცენტამდე გაიზრდება. ზოგ შემთხვევაში 4.5-ია პროგნოზი, ზოგ შემთხვევაში კი 5.5 და ა.შ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მომდევნო წლისთვის გვექნება საბიუჯეტო რესურსების მობილიზების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ თუ დავინახეთ, რომ პანდემიური მდგომარეობა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ კრიზისს და შემოსავლების შემცირებას იწვევს, გრძელდება და ამ პროცესში არ მოხდა რაიმე გარდამტეხი ცვლილება, რა თქმა უნდა, გლობალურად, რომელიც შემდეგ ჩვენზეც აისახება, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ და ამის გამოცდილება გვაქვს. იცით, რომ ჩვენ არ განგვიხორციელებია ღონისძიებები ერთი ხელის მოსმით. ყოველ ჯერზე, სიტუაციის ცვლილებიდან, გამოწვევების სიდიდიდან გამომდინარე, ვახდენდით კონკრეტული ღონისძიებების სტრუქტურირებას და ეტაპობრივად განხორციელებას. ყველა ეს ღონისძიება თვეების მიხედვით არის გაწერილი, მათ შორის წინსწრებით, მაგალითად მესამე პაკეტის ინიცირების ვთქვით, რომ მოსახლეობას მივეხმარებით ზამთრის თვეებში, იმისთვის, რომ სახელმწიფომ მათ დაუსუბსიდიროს კომუნალური გადასახადები და შეუმსუბუქოს ეს ხარჯი“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა