logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: მაღალი დონის ექსპერტები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდნენ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაში
ბექა ლილუაშვილი: მაღალი დონის ექსპერტები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდნენ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაში
20:38 20.08.2020
საქართველოს მთავრობამ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა; ამ პროცესში ჩვენ ჩართული გვყავს მაღალი დონის კონსულტანტების ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით; ერთ-ერთი ჯგუფი შედგა USAID-ის დახმარებით, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ეკონომისტებით. ექსპერტები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდნენ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გაწეული საერთაშორისო საკონსულტაციო მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების მიზანი იყო მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ექსპერტებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის თანამშრომლობის შესახებ, პოსტკრიზისული ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავების ნაწილში.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ექსპერტებმა, ასევე შეაფასეს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებები.

„ასევე, მათი სამუშაოს ნაწილი იყო, შეეფასებინათ მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, ეფექტიანობის თვალსაზრისით. დღეს შევხვდით ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებს. ექსპერტების სურვილი იყო, ჰქონოდათ მათთან კომუნიკაცია რეკომენდაციებისა და იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გასწიეს,“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო ჩოხელის თქმით, USAID-ისა და საქართველოს მთავრობის ოპერატიული თანამშრომლობის შედეგად, მსოფლიო დონის ექსპერტებმა შეისწავლეს საქართველოში არსებული სიტუაცია სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია: ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკის სექტორები.

მისივე განცხადებით, სწორედ, არსებული სიტუაციის შესწავლისა და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებისთვის, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, გაგვეცნო ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთავრობასთან ერთად Covid-19-ის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ, პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც უკვე აშკარა გახდა, რომ საკმაოდ მასშტაბური გავლენა ექნებოდა პანდემიას გლობალურად მსოფლიოსა და მათ შორის ეკონომიკაზე, ძალიან ოპერატიულად ითანამშრომლა საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრის აპარატთან, შევკრიბეთ ექსპერტების გუნდი მსოფლიო დონის ეკონომისტებისგან, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს პრემიერ-მინისტრის აპარატთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან და ეროვნულ ბანკთან ამ ღონისძიებების შემუშავებაზე. სამი ძირითადი მიმართულებით შეისწავლეს სიტუაცია და შემდგომ უკვე დადეს რეკომენდაციები, ესენია: ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკის სექტორები. ყველა ამ მიმართულებით შეისწავლეს სიტუაცია - როგორ შევხვდით პანდემიას, შემდგომ რა იყო პირველი ნაბიჯები და ის ღონისძიებები, რომლებიც გაატარა საქართველოს მთავრობამ და აქედან გამომდინარე დაიდო რეკომენდაციები საშუალოვადიან ხედვასთან დაკავშირებით, ამ სამი მიმართულებით,“- აღნიშნა ნინო ჩოხელმა.

შეხვედრის დასასრულს, გამომსვლელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა