logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად კოოპერატივს - "რაჭის ნატურალური პროდუქტები" ესტუმრა, რომელიც 11 მეწარმეს აერთიანებს
პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად კოოპერატივს - "რაჭის ნატურალური პროდუქტები" ესტუმრა, რომელიც 11 მეწარმეს აერთიანებს
18:48 20.08.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრებთან ერთად ამბროლაურში, კოოპერატივში - "რაჭის ნატურალური პროდუქტები" იმყოფებოდა, რომელიც 11 მეწარმეს აერთიანებს.

კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ ლაშა გაგოშიძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საწარმოში, მუდმივად დასაქმებულია 4 ადამიანი, ხოლო სეზონურად კიდევ რამდენიმე ემატება. კოოპერატივს 300 ძირი ფუტკარი ჰყავს, საწარმოს წარმოების წლიური მოცულობა კი 6 ტონა თაფლს შეადგენს.

კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის ცნობითვე, 2018 წელს ექსპორტზე 1.2 ტონა თაფლი გაიტანეს, ამჟამად კი მარაგშია 5 ტონა, რომლის ექსპორტი პანდემიის გამო დროებით შეფერხდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატურალური თაფლის წარმოების განვითარება მნიშვნელოვანია და მათ შორის სწორედ ნატურალური წარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ფერმერებს დღეიდან უკვე ერთ სივრცეში, მათ საცხოვრებელ ადგილზე სთავაზობს. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ არის პრაქტიკული მექანიზმი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ადგილზე მიიღონ მომსახურება, რისთვისაც დღემდე თბილისში ჩასვლა სჭირდებოდათ.

კოოპერატივში პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა