logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია
პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია
18:26 20.08.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

50 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმრო, მოსასვენებელ, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებთან ერთად დამსვენებელს სთავაზობს ტურისტულ აღჭურვილობასაც, რომელიც მფლობელმა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შეიძინა. თანადაფინანსების მოცულობამ 4 600 ლარი შეადგინა. სასტუმროში განთავსებულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ველოსიპედით, ნავით და კარვებით.

სასტუმროს დამფუძნებელმა, მერაბ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო დამსვენებელს სთავაზობს და აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს უცხოელი მოგზაურები შიდა ტურისტულმა ნაკადებმა ჩაანაცვლა. სასტუმროს მფლობელმა აღნიშნა, რომ სასტუმროს სამომავლო გაფართოებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, დამატებითი მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა.

მთავრობის მეთაურმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროგრამის - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ შესახებ, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს. გიორგი გახარიამ სასტუმროს მფლობელებს წარმატებები უსურვა და მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით და გააფართოონ ბიზნესი, რათა რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლონ.

ამბროლაურში მდებარე სასტუმროში პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა