logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, Fitch-ის მიერ, საქართველოს რეიტინგი უცვლელად იქნა შენარჩუნებული, რაც პირდაპირ ადასტურებს, მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას
პრემიერი: გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, Fitch-ის მიერ, საქართველოს რეიტინგი უცვლელად იქნა შენარჩუნებული, რაც პირდაპირ ადასტურებს, მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას
13:58 20.08.2020
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება და რჩება. ჩვენ, ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით, ერთობლივი მუშაობა, ბრძოლა მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ 2020 წელი და 2019 წელი დავასრულეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობაა.

„კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სწრაფად გამოვიდეთ და კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის და ქართული ეკონომიკისთვის. ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, ჩვენი ძირითადი მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რაც სასიხარულოდ, აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სააგენტო Fitch-ის მიერ, საქართველოს რეიტინგი უცვლელად იქნა შენარჩუნებული. ხაზგასმით ვამბობ, რომ გლობალური კრიზისის პირობებში. ასეთი ქვეყანა ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ.

Fitch-ის პროგნოზით, ფაქტობრივი ეკონომიკური ვარდნა 2020 წლის, დაახლოებით 4.8 პროცენტი გვექნება, ხოლო 2021 წლიდან Fitch-ი უკვე პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებელს, 4.5 პროცენტის ფარგლებში. აქ, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ, ნამდვილად, ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. მიზანი მარტივია, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მინიმალური ზიანი ეკონომიკას და ეკონომიკა მოვამზადოთ და გვყავდეს ისეთ ფორმაში, როდესაც პოსტიკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები. ჩვენ ეს ყველას ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ. აქ მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად, არ დაგვავიწყდეს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, იმისთვის, რომ საინვესტიციო და ბიზნესგარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო უკეთესი. Fitch-ის რეიტინგის შენარჩუნება არის ძალიან ძლიერი მესიჯი საინვესტიციო გარემოსთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და აქვს სწრაფი აღდგენის პერსპექტივები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა