logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტრო: ავტოიმპორტიორებს პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისთვის შეღავათები სამ ეტაპად დაუწესდათ
ფინანსთა სამინისტრო: ავტოიმპორტიორებს პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისთვის შეღავათები სამ ეტაპად დაუწესდათ
18:32 17.08.2020
ავტოიმპორტიორებს პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისთვის შეღავათები სამ ეტაპად დაუწესდათ - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, ავტოინდუსტრიაზე.

იმის გამო, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი, ძირითადად, ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც ავტომობილების ტრანსპორტირების პერიოდი ხშირ შემთხვევაში, აღემატება 1 თვეს, პანდემიის საწყის ეტაპზე ავტო- იმპორტიორებისთვის შეუძლებელი იყო პანდემიით გამოწვეული რისკების სრულად შეფასება.

შესაბამისად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის იმპორტიორები, რომელთაც ავტომობილები პანდემიის დაწყებამდე შეიძინეს.

აღნიშნულ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის მიერ, საწყის ეტაპზევე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება აღნიშნულ სექტორში დასაქმებული პირებისათვის.

მიმდინარე წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების 90-დღიანი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ.

სულ, აღნიშნული გადავადებით ისარგებლა 38,000-მდე ავტომობილის მფლობელმა პირმა და გადავადებული გადასახადის ოდენობამ შეადგინა 50 მლნ ლარი.

მეორე ეტაპზე, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა საგადასახადო შეღავათის არეალი. კერძოდ, იმის გამო, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილების იმპორტი, რომელიც შეძენილი იყო პანდემიამდე არსებულ პერიოდში, ვერ განხორციელდა მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადაც, ასევე, 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის აგვისტოში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგადასახადო შეღავათის არეალის კიდევ ერთხელ გაფართოებასთან დაკავშირებით.


ამჯერად, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოიცავს პანდემიამდე შეძენილ ავტომობილებს, გახანგრძლივდა 2021 წლის პირველ მარტამდე.

სულ, აღნიშნული გადავადებით შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 24,000-ზე მეტმა ავტომობილის მფლობელმა პირმა, ხოლო გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 35 მლნ ლარს.

განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთათვისაც პანდემიის დაწყებამდე, შეუძლებელი იყო არსებული რისკების სრულად შეფასება და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები"-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა