logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: „Fitch” - ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას და დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე
ეკატერინე მიქაბაძე: „Fitch” - ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას და დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე
12:43 15.08.2020
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე უცვლელად დატოვების შესახებ. უცვლელია ასევე რეიტინგის პერსპექტივაც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, აღნიშნული ნათლად ასახავს სააგენტოს პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციების და მმართველობის მიმართ.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მხარდაჭერილია „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი, ინსტიტუციური სიძლიერით და მმართველობის მაღალი ხარისხით. „სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ წარმოებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდეგ, რომელიც აპრილში განხორციელდა, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, სააგენტომ გააუარესა არაერთი, მათ შორის წამყვანი ეკონომიკის პერსპექტივა ან შეამცირა საკრედიტო რეიტინგი,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეფასებაში აქცენტია გაკეთებული საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც პროგრამის გახანგრძლივება 2021 წლის აპრილამდე, „Fitch“-ის შეფასებით ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას და დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა