logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ ფერმერებს არ დარჩეთ ჩაუბარებელი მოსავალი და გაწეული შრომისთვის ანაზღაურება მიიღონ
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ ფერმერებს არ დარჩეთ ჩაუბარებელი მოსავალი და გაწეული შრომისთვის ანაზღაურება მიიღონ
16:29 13.08.2020
დღეს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშემწყობ ღონისძიებებს უკავშირდება. განხორციელდება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინაც გვქონდა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი არის საკმაოდ დიდი და წელს, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლს, მთავრობა, საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს.

წელს მსოფლიოში ვაშლის მოსავლის მოლოდინი არის ძალიან მაღალი. იმისათვის, რომ ფერმერებს ჩაუბარებელი არ დარჩეთ საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც გულისხმობს 10 თეთრიან სუბსიდირებას 1 კილოგრამ ვაშლზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები, მინიმუმ, 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, მიიღებენ 10 თეთრის კომპენსაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩაუბარებელი არ დარჩეს მოსავალი და ფერმერებმა ანაზღაურება მიიღონ.

მთავრობის გადაწყვეტილება არის მასტიმულირებელი მექანიზმი კომპანიებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე, არ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ შესყიდვებში და ეს განახორციელოს გადამმუშავებელმა კერძო კომპანიებმა, რომლებიც, ძირითადად, ვაშლის წვენის კონცენტრანტს აწარმოებენ. კონცენტრატი საექსპორტო პროდუქტია და ევროკავშირის ქვეყნებში გადის. კომპანიებს ერთწლიანისაბრუნავი საშუალებების პროცენტს დავუფინანსებთ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო კრედიტი არ იქნება 16 %-ზე მეტი. ჩვენ დავაფინანსებთ ნახევარს, 8 %-ს. ასეთივე მიდგომაა იმ შემთხვევაშიც, თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.

პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე, სეზონი დაიწყება სექტემბრიდან. ჩვენ მობილიზებული გვეყოლება სამუშაო-საორგანიზაციო შტაბი გორის მუნიციპალიტეტში, სადაც განთავსებულია 10-მდე გადამმუშავებელი ქარხანა. პროცედურები დაახლოებით ისეთივეა, როგორც რთველის შემთხვევაში. კომპანიებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ უწყვეტი ინტერნეტკავშირი და ვიდეოკამერები, იმისთვის, რომ მოხდეს პროცესის მაღალ დონეზე, ორგანიზებულად ჩატარება და კონტროლი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა