logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა
„ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა
11:11 11.08.2020
ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.

3 წელიწადში „ჯუსოს მეღვინეობის“ ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ჩამონათვალს წითელი ბუდეშურისგან და ქისისგან დამზადებული ქვევრის ნატურალური ღვინო დაემატება. სწორედ ყურძნის აღნიშნული ჯიშები გააშენა „ჯუსოს მეღვინეობამ“ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თიბისის შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში. სოფელ შილდაში ვენახები 4.5 ჰა ფართობზე გაშენდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოება. ჩვენს მცირე მარანში წლიურად 10-13 ტონამდე ყურძენი იწურება და ქვევრში ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი, დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ჩემი, ჩემი ძმის და ჩვენი მთავარი მეღვინის გიორგი ბარისაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობით წარიმართება.ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ქვევრის ღვინის დაყენება და რაც მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მსურს გამოვარჩიო “ჯუსოს მეღვინეობის” კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა)ჩამოსხმა, რომელიც ჩვენი პაპის ჯუსომეზვრიშვილის 60 წლისწინ გაშენებული ვენახებიდან მოდის,“ - ამბობს „ჯუსოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე.
გარდა კომპანიის სახელისა, ჯუსო პაპისგან ბევრი ისტორიაც დარჩათ, რომლითაც ოჯახი ამაყობს. მაგალითად, ის რომ ჯუსო მეზვრიშვილი საგარეჯოს რაიონში სახელგანთქმული მეღვინე იყო და მას საბჭოთა კავშირში ცნობილი ქართული ღვინის „მშობლიური 8 ნომერის“ დამზადების ისტორია უკავშირდება.

ჯუსოს მარანი მოიცავს 18 ქვევრს (ჯამში 17 ტონის) და სადეგუსტაციო სივრცეს სტუმრებისათვის.

ყოველწლიურად 7-დან 10 ათასმდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში. ახალგაშენებული ვენახებიდან ყურძნის მოსავლის მიღების შემდეგ „ჯუსოს ღვინის“ წარმადობა და შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც გაიზრდება.

მანამდე კი, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, „ჯუსოს ღვინოების“ შეძენა სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებშია შესაძლებელი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა