logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს, ლემშვენიერაში გაშენებული თანამედროვე ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია
ლევან დავითაშვილი: პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს, ლემშვენიერაში გაშენებული თანამედროვე ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია
11:04 11.08.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

ებრაული კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლემშვენიერაში, 6 ჰექტარზე სუპერ ინტენსიური, ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გაშენდა. აღსანიშნავია, რომ ნუშის ბაღი დარგვიდან მეორე წელს, მხოლოდ სასიგნალო ნაყოფს ისხამს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებულ ბაღში ნუშის ესპანური ავიხოსის ჯიში (ქლიავის საძირეზე დამყნობილი სუსტი ნუში) ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც დარგვიდან მეორე წელს უხვი ნაყოფი გამოიღო.

„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს. კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ გაშენებული სუპერ ინტენსიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ნუშის ბაღი, ამის ნათელი მაგალითია.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში, თანამდეროვე ბაღები, რომლის ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება, დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა, ეს არის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში შევქმენით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში, მეტი საექსპორტო პროდუქტის წარმოების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოსავალია. ეს გახლავთ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აჰარონ გაგულაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ნუშის ბაღის გაშენებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი დახმარება და წახალისება იყო.

„საქართველოში ყველა პირობაა ნუშის კულტურის განვითარებისთვის. ვფიქრობ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული კულტურის მსხვილი ექსპორტიორი გახდება“, - განაცხადა აჰარონ გაგულაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა