logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა
საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა
17:31 10.08.2020
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და მომხმარებელს ის ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს, პირველმა დანერგა. ფაქტორინგი არის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების სერვისი. რაც ყველაზე მთავარია, ის არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებულია.

ფაქტორინგი ძირითადად გამოიყენება ისეთ ბიზნეს საქმიანობაში, როგორიცაა: წარმოება; საბითუმო ვაჭრობა / დისტრიბუცია; მშენებლობა; ჯანდაცვა/ფარმაცევტული კომპანიები; ტრანსპორტირება. ფაქტორინგით სარგებლობა შესაძლებელია:  სამუშაო კაპიტალის გასაზრდელად; ხელფასების გადასახდელად; ფულადი ნაკადების გასაზრდელად; მარაგების შესავსებად; ბიზნესის გაფართოებისთვის; ახალი ბიზნესის მიმართულების შესაქმნელად.

მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ ბიზნესი რეგულარულად ახდენს პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად. საქართველოს ბანკის მიერ ფაქტორინგის პროცესის გაციფრულება ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს ოპერაციები ციფრულ ეკოსისტემაში განახორციელოს, თვალი ადევნოს მთელ ბიზნესპროცესს და ჰქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია.

აღნიშნული სიახლით ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თითქმის ყველა პროცედურა ციფრულად შეასრულონ. აგრეთვე, თუ ბიზნესი დაინტერესებულია ამ სერვისით, ბანკთან შეთანხმების შემდეგ, მას პირდაპირ ბიზნესინტერნეტ ბანკში გაუაქტიურდება ფაქტორინგული სერვისი და პროცესების მართვას ციფრულად შეძლებს.

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 35.4%), სესხებისა (საბაზრო წილი 34.8%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 38.2%) მიხედვით (2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).

საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ფაქტორინგი ახალ ციფრულ ეკოსისტემაში დაფინანსების მიღების შესაძლებლობას პროდუქციის მიწოდების ან მომსახურების გაწევისთანავე იძლევა. ფაქტორინგის უპირატესობა სხვა ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით (როგორიც არის საკრედიტო ხაზი, სესხი და სხვ.) არის ის, რომ ბიზნესს უფრო მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს და თანაც არ საჭიროებს უზრუნველყოფას, მთელი პროცესი კი გაციფრულებული და გამარტივებულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f2d664364991e3c92e0308d?utm_campaign=Factori ng&utm_medium=Press-release&utm_source=News


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა