logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
14:14 07.08.2020
ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.

ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.

2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:

· ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ

· 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის

ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს.

ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს Cash-In ბანკომატიდან.

სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს.

იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით.

„ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა