logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი ოპოზიციის ბრალდებებზე: საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი
ივანე მაჭავარიანი ოპოზიციის ბრალდებებზე: საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი
09:51 07.08.2020
საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.
მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუშალოს ეპიდემიის მასშტაბურ გავრცელებას, იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე.

„თავიდანვე, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტებზე ოპოზიციას ორგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ეს იყო მიზერული დახმარება, ამავე დროს, აცხადებდნენ, რომ იყო მოსახლეობის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ. იგივე ხდება ახლაც - ეს ორი კონფლიქტური ე.წ. ნარატივი აქვთ, რაც მათი პრობლემაა. მნიშვნელოვანია ერთი რამ - საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი და ამის დასტურია ის, რომ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, „ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი“ არის ერთ-ერთი მაღალი, მე-5 ადგილი მსოფლიოში. სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებაა, დახმარების მესამე ეტაპი გამოცხადებულიყო აგვისტოში, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაშორებული არჩევნებიდან. ეს არის გადასახადის გადამხდელის ფული, რომელიც მიიმართა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებზე და ვფიქრობ, სამართლიანობის კუთხითაც არის გამართული. ჩემი აზრით, არჩევნებთან კავშირი ექნება არა კონკრეტულ პროგრამას, არამედ იმას, როგორ მართე ვირუსი, ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როგორ გადაანაწილე დახმარების პაკეტები, რამდენად ეფექტიანი იყავი ბოლო წლებში და განსაკუთრებით, 2020 წელს, პანდემიის პირობებში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ ფინანსური რესურსების გამოყოფას, წინ უსწრებდა 2-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ორი თვის თავზე შევთანხმდით 1,5 მლრდ დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებაზე. შემდეგ დაიწყო პირველი ჩარიცხვები და დღეს, უკვე მიღებული გვაქვს, დაახლოებით, 800 მლნ დოლარი და ამავე დროს, გაფორმებული გვაქვს, პრაქტიკულად, ყველა ხელშეკრულება, ბევრი მათგანი რატიფიცირებულია. შესაბამისად, წლის ბოლომდე თანხები სრულად ჩამოირიცხება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა