logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში
ივანე მაჭავარიანი: ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში
00:40 07.08.2020
"ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახივანე მაჭავარიანი: ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებშიალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ იმ მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ იქნა შერჩეული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე სწორედ ეს კატეგორია.

მან დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მთავრობამ გადადგა როგორც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, ისე მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

„საკომპენსაციო პროგრამების მომზადებას წინ უსწრებდა ჩვენ მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შემდეგ გავამკაცრეთ და პრაქტიკულად, მივუახლოვდით სრულ კარანტინს. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში კლასიკურად სრული კარანტინი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ადრე დავიწყეთ მომზადება და ვირუსის გავრცელებაც ნაკლები იყო. ამავე დროს, ამ არასრულმა კარანტინმა ჩვენ ისეთივე შედეგი მოგვცა, რაც პრაქტიკულად, სრულმა კარანტინმა მაგალითად, უჰანში. მაგრამ, ამ ნაწილობრივმა შეზღუდვებმაც, რასაკვირველია, დააზიანა და შეზღუდა ჩვენი ეკონომიკა. ამის შემდეგ იყო შეზღუდვების ე.წ ახსნის პერიოდი. ამ ვითარებაში ბევრ ადამიანს გაურთულდა მდგომარეობა როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ სექტორში. დაიწყო სოციალური პაკეტები ჯერ კომუნალური გადასახადების ნაწილში, შემდეგ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, იმ კომპანიებს, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, შევეხიდეთ საშემოსავლო გადასახადის კუთხით. დახმარება გავუწიეთ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, გაიზარდა პენსიის ოდენობა 70 წელზე ზემოთ პენსიონერთათვის. შემდეგ იყო სექტორალური დახმარებები: გადასახადები გადავუვადეთ ტურიზმის სექტორს, მნიშვნელოვანი იყო დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროში, დეველოპერებისა და სამშენებლო სექტორისთვის ანუ, მოვიცავით ბევრი ჯგუფი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი, დარჩა მხარდაჭერის მიღმა და სწორედ მათ სოციალურ დახმარების ისახავს მიზნად ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი ეტაპი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები იძლევა საშუალებას მხარდაჭერა გაგრძელდეს მათთვის, ვინც უკვე იღებს სოციალურ დახმარებას და ამავე დროს, 200-ლარიანი ფინანსურ დახმარება თითოეული ბავშვზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით მიიღონ იმ ოჯახებმაც, რომელთა იდენტიფიცირება აქამდე ვერ მოხერხდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა