logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება
ივანე მაჭავარიანი: მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება
00:29 07.08.2020
"მივესალმებთ თუ კომპანიებიც ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის და არ იქნება, რომელიმე კომპანია დავიბაროთ და მოვთხოვოთ ამის გაკეთება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სოციალური მხარდაჭერის კუთხით სახელმწიფოსა და ბიზნესის პასუხისმგებლობაზე საუბრისას.

„არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხელისუფლება ეძახდა ბიზნესს და ვითომდა კეთილშობილური მიზნებით მაგალითად, სთხოვდა: ჩაიბარე რთველი, სადღაც ააშენე სასტუმრო, თუნდაც ეს არაპროფილური ბიზნესი ყოფილიყო კომპანიისთვის. თავად ვიყავი ბიზნესში და იყო შემთხვევა, მითხრეს, რომ ფეხბურთის გუნდი უნდა გვეყიდა. შემდეგ მიხსნიდნენ, რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა გამხდარიყო ფეხბურთის გუნდი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს, კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მათთვის რეპუტაციულად ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ სწორედ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული ღირებულებები წარმოაჩინონ.

„ზოგადად, საუბარია იმაზე, რომ კომპანიებს აქვთ ღირებულებები და ისინი იქცევიან როგორც მოქალაქეები - ანუ აქვთ პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა, სოლიდარობა და ა.შ. რაც ძალიან კარგი ტენდენციაა და მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ცდილობენ ადამიანური სახე შეიძინონ. ამ ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენ არათუ მივესალმებთ პირიქით, ძალიან დადებითად ვუყურებთ თუ კომპანიები მით უფრო კრიზისის პირობებში, ჩაერთვებიან სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებში. თუმცა, ჩვენ რომელიმე კომპანიას მოვთხოვოთ ამის გაკეთება - დაუშვებელია. ეს იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ბევრმა კომპანიამ საქართველოში ამ კრიზისის პირობებში ბევრი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.

„თუნდაც ის, რომ შესაძლოა, კომპანიას გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ თანამშრომლები შეინარჩუნა, თავისთავად ძალიან დიდი ნაბიჯია. ამიტომ ჩვენთვის ყველზე მნიშვნელოვანი და მთავარია, თუკი კომპანიები გაუფრთხილდებიან სამუშაო ადგილებს. სოციალური მხარდაჭერის პროგრამები სახელმწიფოს ფუნქციაა. ბიზნესის ფუნქციაა, პირველ რიგში, გაუფრთხილდნენ თანამშრომლებს, რადგან ეს არის მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა