logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: კოვიდის პერიოდში „აწარმოე საქართველოში“ გაფართოებული ინდუსტრიული კომპონენტით 22-მა საწარმომ ისარგებლა, რომელიც დამატებით 3 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს
ნათია თურნავა: კოვიდის პერიოდში „აწარმოე საქართველოში“ გაფართოებული ინდუსტრიული კომპონენტით 22-მა საწარმომ ისარგებლა, რომელიც დამატებით 3 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს
19:37 06.08.2020
„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის დახმარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, დამტკიცებულია ანტიკრიზისული ბიუჯეტი და სხვა მიმართულებებთან ერთად გაფართოვდა და განახლებული სახით ამოქმედდა „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც კოვიდის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საჭიროებებზე“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პროგრამის განახლებულ კომპონენტებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მისი განცხადებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირების მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 913-მა სასტუმრომ, აქედან 687 უკვე დაფინანსდა და დანარჩენიც უახლოეს დღეებში დაფინანსდება.

„მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლის მეშვეობითაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომ მათ შეუფერხებლად შეძლონ ბანკებიდან სესხების აღება. ეს პროგრამა ამოქმედდა ორი წლის წინ, მაგრამ იმ პერიოდში, დიდი მოთხოვნა ამ ტიპის დახმარებაზე არ იყო, რადგან ეკონომიკა ისედაც სწრაფად ვითარდებოდა, ხოლო ახლა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ დროიდან, რაც გაზრდილი ბიუჯეტით ამოქმედდა ეს პროგრამა, უკვე 17-მა საწარმომ ისარგებლა საკრედიტო-საგარანტიო სქემით, მათ შორის არის სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ტანსაცმლის, ასევე კვების პროდუქტების წარმოება და სასაწყობე მეურნეობა. მოთხოვნა ძალიან მაღალი და მზარდია“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელზეც ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა, იყო საწარმოების სესხის სუბსიდირება. „ეს ჩვენი ტრადიციული დახმარებაა, რომელიც ძალიან გაფართოვდა კოვიდის პერიოდში და მოიცვა 200-ზე მეტი დარგი. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 22-მა საწარმომ ისარგებლა ამ დახმარებით - ეს არის 3416 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება განახლებული პროგრამის დახმარებით“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, იპოთეკური სესხების, იგივე ბინათმშენებლობის სექტორის დახმარების კომპონენტით, დღევანდელი მონაცემებით, 82-მა ადამიანმა შეძლო სარგებლობა და ყველა პროგრამა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა