logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხით დავეხმარებით
ნათია თურნავა: „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხით დავეხმარებით
15:08 06.08.2020
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავეხმაროთ კომპანია „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომლის მიმართ, დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება და ერთჯერადი დახმარების სახით „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ თითოეულ მათგანს 1 200 ლარის ოდენობის თანხით დაეხმარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, არ მოშალოს კომპანიასთან ხელშეკრულება და მისცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში.

„ამ ეტაპზე კომპანიასთან საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და ვემზადებით გარკვეული ტექნიკური, ღია საკითხების გასავლელად. მაგრამ, ამავდროულად, დღემდე დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას“ ყოფილი 84 თანამშრომელი, რომლებიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და რომელთა მიმართ, დღეის მდგომარეობით, ერიცხება დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება. ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით ჩვენმა კომპანიამ - „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ თითოეულ ადამიანს 1 200 ლარის ოდენობის თანხა გამოუყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მთავრობა კვლავაც მოუწოდებს კომპანია „ფრონტერას“, რომ დღესდღეობით როდესაც აღარ არსებობს რაიმე შემაფერხებელი გარემოება იმისთვის, რომ მათ თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ, არის მოლოდინი, რომ ისინი დაფარავენ ამ სახელფასო დავალიანებას.

„მანამდე კი, ვიდრე „ფრონტერასთან“ ეს დიალოგი გრძელდება, ამ ადამიანებისთვის ერთჯერად, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გავცემთ“, - დასძინა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა