logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს
14:43 06.08.2020
„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ასამბლეის მუშაობის დღის წესრიგი, ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან თემებზე შევძელით მუშაობა და იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველო ეფექტურად გამოიყენებს ამ ფორმატს, რათა ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ასევე, რეგიონის სტრატეგიული ინტერესები იყოს მაქსიმალურად შეთანხმებული პარტნიორ ქვეყნებს შორის“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 55-ე სესიაზე საუბრისას განაცხადა. გენერალური ასამბლეის ბიუროს რიგით 62-ე სხდომას და მუდმივმოქმედი კომიტეტის 55-ე სხდომას, რომელიც ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება.

„დღეს გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ამ ერთი წლის განმავლობაში, საქართველო იყო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ასამბლეის საქმიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნები განიხილავენ ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს. ჩვენ შევაჯამებთ ამ პერიოდს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პლენარულ სესიას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართავენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა და კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომები.
სხდომებზე საპარლამენტო ასამბლეის წლიური ანგარიშს განიხილავენ. წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, რომლებშიც PABSEC-ის სხვადასხვა წევრები მონაწილეობენ.

პლენარული სესიის დასრულებისას საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)- თავმჯდომარეობას მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს გადააბარებს.

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) 1993 წელს, წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და BSEC-ის ფარგლებში, დასახული მიზნების განხორციელებისათვის, სამართლებრივი მხარდაჭერისა და ჰარმონიზაციის მიზნით შეიქმნა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა