logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა
ნათია თურნავა: ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა
13:13 05.08.2020
ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტატისტიკა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია და დღეის მონაცემებით, 2 700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნეს ვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა.

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბიზნეს ვიზიტორებს უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ პისიარ ტესტები.

„ასეთი მიდგომა ჩვენთვის არის უსაფრთხო და გარდა ამისა, გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი, არ შენელდეს ინვესტორებთან ურთიერთობა. გუშინაც საქართველოს სტუმრობდა ძალიან მნიშვნელოვანი ინსვესტორი შვეიცარიიდან, ცნობილი გლობალური კომპანია „შტადლერის“ პრეზიდენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროში ვუმასპინძლეთ. საუბარი იყო საქართველოში ვაგონების წარმოების გადმოტანასა და ამოქმედებაზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რომ ბიზნესვიზიტორების პლატფორმა საკმაოდ აქტიურ მოქმედებაშია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ასევე გაიმართება კიდევ ერთი ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი აქვს.

„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესია, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, რომ სწორედ საქართველო იყოს ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამის გათვალისწინებით ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მით უფრო მეორე ტალღის მოლოდინში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა