logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ წლევანდელმა რთველმა წარმატებით ჩაიაროს
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ წლევანდელმა რთველმა წარმატებით ჩაიაროს
10:21 29.07.2020
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მინისტრმა 2020 წლის რთველთან დაკავშირებულ ფინანსურ და ორგანიზაციულ საკითხებზე ისაუბრა და მეღვინეებს ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი რთული პერიოდის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და, ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ვმუშაობთ, რომ 2020 წელს ღირსეული რთველი ჩატარდეს, ისევე, როგორც ყველა წინა წელს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად კახეთში არსებული სტიქიისა, წელს ველოდებით საკმაოდ დიდ მოსავალს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეღვინეები ყურძნის ჩასაბარებლად მზად არიან და სახელმწიფოს მხრიდან დარგის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებენ.

როგორც კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ შემუშავებული დარგისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რაც ღვინის მწარმოებლებში მეტი ყურძნის ჩაბარების მოტივაციას აჩენს.

ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის გარეშე წარმატებით ტარდებოდა. კორონავირუსის პანდემიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ღვინის ინდუსტრია დააზარალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღვინის მწარმოებლებისათვის სხვადასხვა ტიპის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის დამატებითი სტიმული გაჩნდა. შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების წლიური 8%-ის ოდენობის თანადაფინანსება მოხდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა