logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომპანიამ - „Georgia Global Utilities“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა
კომპანიამ - „Georgia Global Utilities“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა
14:08 28.07.2020
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანიამ - „Georgia Global Utilities“ (რომელიც მართავს წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს), თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა. ეს საქართველოდან განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციაა.

ობლიგაციების სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ვადა კი 5 წელია. ობლიგაციები Fitch-ისგან B+ (სტაბილური) რეიტინგით, S&P-სგან კი B (პოზიტიური) რეიტინგით შეფასდა. ისინი ნომინალურ ფასად გაიცემა და გაიყიდება, მიღებული სახსრები კი GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი კი - თიბისი კაპიტალი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ: Deutsche Investitions und Entwicklungsgesellschaft mbH (DEG), the Netherlands Development Finance Company (FMO) და Asian Development Bank (ADB).

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს - გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“, - ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განთავსებული მეოთხე ევროობლიგაციაა.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა საქართველოდან, რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია მსოფლიოში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ტრანზაქციას თიბისი კაპიტალის ინვესტორთა ბაზიდან დადებითი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა, რაც მოთხოვნითაც აისახა. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ადგილობრივი ტრანზაქციებისა, ბოლო წლების განმავლობაში, თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული საქართველოდან განხორციელებული ევრობონდების განთავსებაში, რაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა