logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
BMG-სა და UNWTO-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმდა
BMG-სა და UNWTO-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმდა
12:48 27.07.2020
"ბიზნეს მედია საქართველოსა" (BMG) და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (UNWTO) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმდა.
მემორანდუმს ხელი UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და "ბიზნეს მედია საქართველოს" დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ მოაწერეს.
BMG-იმ და UNWTO-მ მემორანდუმს ხელი ონლაინ გადაცემა "BMG ჩჰეცკპოინტს-ის" ეთერში მოაწერეს. მემორანდუმი საინფორმაციო ხასიათის მხარდაჭერას და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღირებულებების მხარდაჭერას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
"ბიზნეს მედია საქართველო" არის ერთ-ერთი წამყვანი წყარო ბიზნესის სიახლეების შესახებ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში. შესაბამისად, მოხარული ვართ, დავიწყოთ ეს თანამშრომლობა. ჩვენ გვსურდა, ეს მემორანდუმი ფიზიკურად თბილისში გაგვეფორმებინა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით საქართველოში და გავმართავთ COVID-ის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელშიც მინისტერიალის ფორმატში გაიმართება და მას, დაახლოებით, 35 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. სიმბოლურია, რომ ტურიზმის მომავლის შესახებ დიალოგს სწორედ თბილისი უმასპინძლებს", - განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
"მემორანდუმი "ბიზნეს მედია საქართველოსთვის" მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მომტანია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ UNWTO-ს არამხოლოდ გაიდლაინების და მითითებების, არამედ იმ ღირებულებების პოპულარიზაციასაც, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ემსახურება," - განაცხადა "ბიზნეს მედია საქართველოს" დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ.
ცნობისთვის: გაეროს მიერ დაფუძნებული UNWTO ტურიზმის საკითხებში უმსხვილესი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 156 სახელმწიფოს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას. UNWTO წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებში მხარდაჭერას სთავაზობს.
შეგახსენებთ, სექტემბერში საქართველოში UNWTO-ის ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალი იგეგმება. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღმასრულებელი პირი დაესწრება.
მემორანდუმის ხელმოწერის ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=3QYNlZt1xhY&feature=youtu.be&fbclid=IwAR2Is6c8Wxv2ZOYTcusgPU0EptPfXPqzJ29DVb3fZ6G9btFmzrWr4FyQrAE

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა