logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი:  აქტიური  კომუნიკაცია გვაქვს 400-მდე კომპანიასთან, რომელსაც   საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ვაცნობთ
ბექა ლილუაშვილი: აქტიური კომუნიკაცია გვაქვს 400-მდე კომპანიასთან, რომელსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ვაცნობთ
16:08 24.07.2020
კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ის სტრატეგია და ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით განვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად, განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე იმსჯელეს.

პრემიერის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ უამრავ გამოწვევასთან ერთად, საქართველოსთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა შესაძლებლობები იქმნება. მისივე თქმით, მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, რათა ძალიან სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და მალე დაუბრუნდეს იმ საწყის პოზიციას, რითაც კრიზისში შევიდა.

„სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, ქართველ ექსპერტებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი სამოქმედო გეგმა უცხოური ინვესტიციების და იმ კომპანიებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, რომლებმაც შესაძლოა ინტერესი გამოხატონ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. დაახლოებით 7 000 კომპანიიდან ჩვენ 700 კომპანიამდე ჩამოვედით, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო მიზნობრივი სეგმენტია და სექტორების თვალსაზრისით მათი საქმიანობა საქართველოს კონკურენტუნარიანობას შეესაბამება. აქტიურად გვაქვს დაწყებული კომუნიკაცია 400-მდე კომპანიასთან, რომელსაც ვესაუბრებით, ვაცნობთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, იმ დადებით მხარეებს, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიზნესგარემო სთავაზობს. დღეს განვიხილეთ ის შესაძლო სტიმულები, რაც შეიძლება საქართველოს მთავრობამ განახორციელოს საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ექსპერტებისგან, ამ კუთხით, სხვადასხვა საინტერესო ინიციატივები მოვისმინეთ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა