logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში პირველი საპილოტე რეგიონი ოზურგეთი იქნება, სადაც ქსელის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება
ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში პირველი საპილოტე რეგიონი ოზურგეთი იქნება, სადაც ქსელის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება
13:57 23.07.2020
„რამდენიმე თვეში ოზურგეთის 49 დასახლებული პუნქტი, სადაც 8 500 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, მაღალი ხარისხის, სწრაფ ინტერნეტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მიიღებს, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„მიღებულია გადაწყვეტილება და ვიწყებთ პირველ საპილოტე პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კონტროლის ქვეშ, ძალიან სწრაფად დასრულდება და შემდეგ გაგრძელდება უკვე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის შექმნა არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, „ოუფენ ნეტის“ მიერ განხორციელდება და 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაეწყოს ციფრული ურთიერთობების პლატფორმაზე და გახდეს უფრო მეტად ინტერნეტიზირებული. „უფრო მეტად უნდა შემოვიდეს ელექტრონული სერვისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროსთვის, ბიზნესისთვის, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის, სასტუმროებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ განათავსონ თავიანთი შეთავაზებები ინტერნეტში, ასევე „ფრილანსერებისთვის“ - ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად დასაქმდებიან და შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის სერვისებს ინტერნეტის მეშვეობით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება არის საქართველოს ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საშუალებას იძლევა, სამშენებლო არეალში არსებული დასახლებული პუნქტები, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორების მიერ არ არის მიყვანილი, სრულყოფილად დაიფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალებით, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი ოპერატორების მიერ საცალო ქსელის განვითარებას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას.



პროექტი ასევე იძლევა სხვა ისეთ ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები — ნებისმიერ რეგიონში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა