logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: დაბა მანგლისი პირველად გაზიფიცირდება და 1 600-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდება
ნათია თურნავა: დაბა მანგლისი პირველად გაზიფიცირდება და 1 600-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდება
14:28 22.07.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაბა მანგლისს ეწვია, სადაც გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსხლეობას შეხვდა.
მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მანგლისის დიდ ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივებს იმ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ესაუბრა, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა.

დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.

„დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ეს იყო აქაურების ძალიან დიდი ხნის ოცნება, რომელიც გაზიფიცირების 3-წლიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გავითვალისწინეთ დ მომავალი წლის მარტში აქ უკვე დასრულებული იქნება დაქსელვა, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი 1 558 ოჯახს მიეწოდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მოსახლეობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმით, ქვემო ქართლის რეგიონში, 29 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული.

2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. აღნიშნულისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯება.
დაბა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაოები ასევე დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა