logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ვირუსის მართვამ და იმ შედეგებმა, რაც დღეს გვაქვს, მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა ეკონომიკას დაეწყო აღდგენის პროცესი
ივანე მაჭავარიანი: ვირუსის მართვამ და იმ შედეგებმა, რაც დღეს გვაქვს, მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა ეკონომიკას დაეწყო აღდგენის პროცესი
10:05 22.07.2020
"ვირუსის მართვამ და იმ შედეგებმა, რაც დღეს გვაქვს, მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიდა ეკონომიკას დაეწყო აღდგენის პროცესი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

როგორც მან განმარტა, მნიშვნელოვანია ეს ვითარება გაგრძელდეს და ეკონომიკის ყველა სექტორმა დაიწყოს აღდგენის პროცესი.

„საქართველოს შიდა ეკონომიკა, რომ გამოვრიცხოთ ტურიზმი და საგარეო ფაქტორი, პრაქტიკულად, სრული აღდგენის პროცესშია. ეს რაღაც დოზით არის შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს არ არის იმაზე კარგი, ვიდრე იყო გასულ წელს, მაგრამ ბევრად უკეთესია, ვიდრე ის რომ ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებული გვყავდეს და 10-ჯერ ან 100-ჯერ მეტი გარდაცვლილი. დამერწმუნეთ, ეს არ არის მხოლოდ მორალის საკითხი - სიცოცხლე თუ ეკონომიკა, ეს პრაგმატულადაც ასეა. თუ ეპიდემია ვმართეთ თუ მეტი სიცოცხლე გადავარჩინეთ, ეკონომიკისთვის ეს პრაგმატულადაც გამართლებულია. მაგალითს გეტყვით, ის, რომ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ნებისმიერ კაფეში, მაღაზიაში შესვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მოგზაურობა ისე, რომ უცხოელი ტურისტი არ არის, ეს მაინც დიდი შემსუბუქებაა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და ისაუბრა იმ ალტერნატიულ სცენარზეც როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი კონტროლის გარეშე გაიხსნება საზღვრები.
„ამის ალტერნატივა არის ის, რომ შემოვა უცხოელი ტურისტების რაღაც რაოდენობა, საკმაოდ მცირედი ვიდრე იყო შარშან და ეს არის მაქსიმუმ 20-25 პროცენტი და ისიც იმ ქვეყნებიდან, ვისაც ვუღებთ კარს. სამაგიეროდ, მაღალია ინფიცირება, რის გამოც ყველას აქვს თვითშეზღუდვა, აღარ მიდის იქ, სადაც მანამდე თავისუფლად შეეძლო წასვლა. ეს ისე დაარტყამდა ჩვენს ეკონომიკას, რომ პრაქტიკულად, ხელში შეგვრჩებოდა მაღალი ინფიცირება და სიკვდილიანობა და უფრო შენელებული ეკონომიკა და ამას ფაქტებიც ადასტურებს. შვედეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ის პერიოდი, როდესაც მეზობელმა ქვეყნებმა გამოაცხადეს კარანტინი, შვედეთმა ეს არ გააკეთა. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მათი ეკონომიკური აქტივობა შედარებით უკეთესი იყო ვიდრე მეზობლების, მაგრამ 4-5-თვიან პერსპექტივაში, მათი ეკონომიკა ისევე დაეცა და ისეთივე დარტყმა მიიღო, როგორც ნორვეგიის ან ფინეთის, მაგრამ 10-ჯერ მეტი გარდაცვლილით. ვინც ტელევიზორს უყურებს, ვინც მსოფლიო სიახლეებს ეცნობა და ხედავს, რა ხდება ჩვენზე ბევრად განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში, ნახავს რომ აქ, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა