logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი: თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენას
ფინანსთა მინისტრი: თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენას
09:56 22.07.2020
თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენასაც, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“. როგორც მან აღნიშნა, ეს ორი საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

„ბოლო პერიოდია, ხშირად ისმის - ან კოვიდთან ბრძოლა ან ეკონომიკის გადარჩენა. თუ ჩავუღრმავდებით და ანალიზს გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ იქ, სადაც კოვიდთან ბრძოლა ნაკლებად ეფექტური იყო, სადაც არის მაღალი სიკვდილიანობა და მაღალი ინფიცირება, დროთა განმავლობაში ეკონომიკა იქ კიდევ უფრო ზარალდება. შესაბამისად, ამოცანა არის კოვიდთან ბრძოლა, მისი მაქსიმალურად შეკავება იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, წლის ბოლომდე, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღებს 1,5 მილიარდ დოლარს.

„ამ თანხებით შევავსებთ იმ დანაკლისს, რაც ბიუჯეტს აქვს შენელებული ეკონომიკიდან და შემცირებული გადასახადებიდან. აღნიშნული სახსრებით ფინანსდება ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ვგულისხმობ, სოციალური დახმარების პაკეტებს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ბიზნესის სხვადასხვა სექტორის მხარდამჭერის პროგრამებს, მაგრამ სამომავლოდ, პასუხი კითხვაზე - საიდან უნდა მოვიტანოთ ფული? არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, იმ დინამიზმის ხელახლა შექმნა, რაც ქვეყანის ეკონომიკას ჰქონდა, მაგალითად, 2019 წელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა