logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას
16:31 17.07.2020
დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (2-299- 299) თანამედროვე შენობაში გააგრძელებს მუშობას. განახლებული ინფრასტრუქტურა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გახსნეს.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე.

დისტანციური მომსახურების მიმართ გადამხდელების გაზრდილმა მოთხოვნებმა აუცილებელი გახადა თანამედროვე დისტანციური სერვისცენტრებისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების დანერგვა, რაც გადამხდელს საშუალებას მისცემს ოპერატიულად მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალფუნქციური ონლაინსერვისების გამოყენებით.

„საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს არის თანამედროვე სტანდარტების ცენტრი, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე პროცესების მართვის კუთხით. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 32 კონსულტანტი, თუმცა მომავალში იგეგმება ამ რაოდენობის გაზრდა, რათა მოხეს ე.წ. ონლაინ ჩათის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება. სატელეფონო ცენტრში დანერგილია ზარების მართვის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები. მინდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აღნიშნა, ბოლო 6 თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრი 150 ათასზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

„შემოსული ზარების განაწილების სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად შეარჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს და ოპერატორისგან სწრაფად მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას. ახალი ტექნოლოგიური პარამეტრების გამოყენებით, ყოველდღიურად 1600-მდე ზარის მიღება იქნება შესაძლებელი. ყველა თანამშრომელს ვულოცავ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნას და ვუსურვებ წარმატებულ სამსახურებრივ საქმიანობას,“ - განაცხადა მან.

ამჟამად, განახლებული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიებში გაერთიანებული და ინტეგრირებულია ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს არამარტო სატელეფონო ზარების სერვისებით, არამედ მრავალფუნქციური სისტემებით მომსახურება, იქნება ეს - ონლაინ ჩათი, SMS სერვისი, ავტომატური გადარეკვის ფუნქციონალის გამოყენება გადამხდელების წინასწარ შერჩეულ კატეგორიაზე, მნიშვნელოვანია ე.წ. IVR-ის „ვირტუალური კონსულტანტის“ ფუნქციის დამატება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონსულტანტთან დაკავშირების გარეშე და სხვა.

აღსანიშნავია საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მუშაობა COVID-19-ის პირობებში. ქოლცენტრის სამუშაო გრაფიკის 9-დან 20 საათამდე და შაბათ-კვირის ჩათვლით გახანგრძლივების პირობებში, 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მომსახურება გაეწია 71 000-ზე მეტ ზარს, აქედან არასამუშაო საათებში სატელეფონო ცენტრმა მიიღო 6 980 ზარი.

ახალი სისტემის ინსტალაციით, ქოლცენტრს მოეხსნება აქამდე არსებული ყველა კრიტიკული პრობლემა და შეიძენს დამატებით შესაძლებლობებს, მოემსახუროს მომხმარებელს სწრაფად, მოხერხებულად, ყველა იმ ფუნქციონალით და ხარისხობრივი სტანდარტით, რაც თანამედროვე მაღალი დონის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრებს მოეთხოვებათ.

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რეკომენდაციის გათვალისწინებით, ქოლცენტრში იმუშავებს კონსულტანთა მცირე გუნდი, რომელიც პერმანენტულად იზრუნებს პერსონალის ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მომხმარებლებზე ადაპტირებული, კვალიფიციური პასუხების მომზადებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა