logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო
გენადი არველაძე: მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო
11:46 17.07.2020
„მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო. პირველ რიგში, საუბარია ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომლებმაც განიცადეს რედიზაინი და ისინი უფრო მეტად არის მორგებული ბიზნესის დღევანდელ საჭიროებებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით 3,5 მლრდ ლარი გამოყო. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კრიზისის შედეგად განვითარებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ორიენტირებული გახდა „აწარმოე საქართველოს“ სახელმწიფო პროგრამები.

„ფაქტიურად გაორმაგდა სესხის სუბსიდირების პროგრამის მიერ მოცვადი საქმიანობების ჩამონათვალი, გაიზარდა თანადაფინანსირების ოდენობა და ვადა. შემუშავდა სპეციალური პროგრამა განთავსების ობიექტებისათვის. რაც შეეხება საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმს, მისი ბიუჯეტი 330 მლნ ლარი შეადგენს. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში საბანკო სექტორის გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სქემაში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. პოსტკრიზისული პროგრამა ასევე მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც. მათ შორის, მშენებლობის სექტორის, სოფლის მეურნეობას და სხვა“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით გამართულ დიალოგში ბიზნესთან “ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები” ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა