logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები
გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები
11:44 16.07.2020
ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით.


"დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ამ სტაბილიზაციისთვის, მთავრობა და სამინისტროები უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლები არის საკმაოდ პოზიტიური. საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის გასაღები ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აქტივობები საგრძნობლად არის გაზრდილი. პრემიერის განცხადებით, ბოლო თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვები რადიკალურად გაიზარდა.


"როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ.


რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი, მაგალითად მშენებლობის მიმართულებით. უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა