"წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ
უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ვთვლი, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ამ კუთხით დღეს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობაა ჩამოყალიბებული.

















